Picture

ახალგაზრდული ორგანიზაცია "მადლიერი"
ჩვენ გვამოძრავებს მხოლოდ პატრიოტიზმი, ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა !!!

მოგესალმებით ძვირფასო მომხმარებლებო. განცობებთ, რომ მიმდინარეობს ახალგაზრდული ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რმელიც აქტიურად ჩაერთვება პატრიოტულ საქმიანობაში, გარდა ამისა გეგმაში გვაქვს საქველმოქმედო ღონისძიებები , რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება.
           ჩვენი თავდაპირველი მიზანი ქველმოქმედება იყო , რომელის კონცეფციაც  ეტაპობრივად დაირღვა და მხოლოდ იდეად დარჩა. ამ კონცეფციის განხორციელებას ჩვენი ჯგუფი ამ დრომდე ცდილობდ და ეს ჩვენს აქტიურობაშიც ნათლად ჩანს, მაგრამ გარკვეული მატერიალური პრობლემების გამო ვერ ხერხდება. ამიტომ შეიქმნა დამატებითი ჯგუფი რომელიც შეიმუშავებს გეგმებს ამ აზრის განსახორციელებლად. პირველი ჩვენი გეგმა სახეზეა, ვქმნით ჯგუფს და ვიმედოვნებთ რომ ყოველი ჩვენი ჩაფიქრებული საქმიანობა წარმატებით დასრულდება, რადგან მხოლოდ  კეთილი მიზნები გაგვაჩნია და უფლის წყალობით განხორციელდება. 
           ჩვენს საიტზე რამდენიმე დღის განმავლობაში თვალსაჩინო ადგილას იდო ბანერი რომელზეც გარკვევით ეწერა ჩვენი ერთ–ერთი გეგმის შესახებ, რომელიც მოიცავდა ჩვენს წინსვლას , მინდა ამ ფაქტს არ გადავუხვიო და მომხმარებლის აქტიური კითხვების გამო ავხსნა თუ რატომ ეწერა ბანერზე  " მალე ჟურნალი მადლიერი" . მინდა გითხრათო , რომ ჩვენს საიტზე გაკეთებული ნებისმიერი ინფორმაცია საფუძვლიანია და არ მოიცავს მხოლოდ დაპირებას. იმ დროს როდესაც გავაკეთეთ განცხადება ჟურნალის თაობაზე გვქონდა შემუშავებული გეგმა და გარკვეული მატერიალური პრობლემების გამო ვერ მოვახერხეთ მაგრამ ჩვენ კვლავ ვფიქრობთ მაქსიმალურ მიღწევებზე და ეს მიღწევები მხოლოდ და მხოლოდ განპირობებულია ჭეშმარიტი ინფორმაციის გადმოცემით. სამწუხაროთ ამ ეტაპზე საიტს მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი უდგას გვერდში და უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ადამიანებს, ასევე მინდა ის ფაქტიც გამცნოთ რომ სამწუხაროთ მართმადიდებლური საიტების უმრავლესობამ უარი გვითხრა მცირე ზომის ბანერის განთავსებაზე , ძალიან ნაწყენი დავრჩით მაგრამ ჩვენ მათ მიმართ ყოველთვის თბილად და სიყვარულით ვიქნებით განწყობილები, რადგან ის ადამიანებიც იგივე საქმით არიან დაკავებულნი რა საქმითაც ჩვენ ვართ, მათ გააჩნიათ იგივე მოტივი , რომ თქვენ მოგაწოდოთ ჭეშმარითი ინფორმაცია, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამ ღვთის საქმიანობისთვის. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მამა გიორგი სანამაშვილს საიტის კურთხევისთვის და სიონის ტაძრის ყველა ღვთისმსახურს.ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტებს გაწეული დახმარებისთვის, ისინი აქტიურად გვეხმარებოდნენ და გვეხმარებიან საიტის გავრცელებაში.
         ასევე მინდა შევეხო იმ კონკურსებს რომელიც ჩვენს საიტზე იყო და არის განთავსებული. ძვირფასო მომხმარებლებო ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ქართული კულტურის და სარწმუნოების შენარჩუნება, დამკვიდრებაა საძოგადოებაში, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის ვაკეთებთ კონკურსებს , რომ გავიზიაროთ ერთმანეთის ნიჭი და შესაძლებლობა. ძალიან პასიურობა ამ საკითხთან დაკავშირებით და გული გვტკივა. ყოველთვის გვინდოდა მომხმარებლის მიმართ გვქონოდა თანასწორობისა და გაზიარების მომენტი და ეს ასეც არის, ჩვენი დიდი თხოვნაა ნებისმიერი შენიშვნა ან რჩევა მოგვაწოდოთ მითითებულ მისამართზე, ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია რადგან ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ თქვენ მიიღოთ ინფორმაცია.
          მინდა აგიხსნათ თუ რატომ აღარ არის საიტზე განთავსებული რადიო "მადლიერი" ს  მოსასმენი პროგრამა და რატომ შეწყდა მაუწყებლობა. რა მაუწყებლობასაც უსმინეთ, თემებითა და გადაცემებით ეს იყო საცდელი და იმის მიხედვით განაგრძობდა მუშაობას თუ თქვენი აქტიურობა დამაკმაყოფილებელი იქნებოდა, ვინაიდან და რადგანაც რადიოს მაუწყებლობას ყავდა მცირე მსმენელი და ასევე ხშირი იყო ტექნიკური პრობლემები, გადავწყვიტეთ , რომ დროებით შეგვეჩერებინა მაუწყებლობა. კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ჯერ–ჯერობით ვართ ძალიან ცოტა და ღვთისწყალობით შეგვწევს იმის ძალა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, თუ თქვენ გაქვთ სურვილი ითანამშრომლოთ ჩვენთან უანგაროთ და მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს აქციებსა და ღონისძიებებში , შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ჩაერთოთ აქტიურად, ასევე ვისაც გაქვთ სურვილი ითანამშრომლოთ ჩვენთან და შემოგვიერთდეთ არც მაგაზე გეტყვით უარს თქვენთვის კარი ყოველთვის ღიაა.
            დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტატიის წაკითხვისათვის და თუ რომელიმე ფრაზა მოგეწონათ ჩემს მიერ დაწერილი და გაქვთ სურვილი გაითვალისწინოთ ჩვენ გვაქვს  საკონტაქტო მისამართი :    TEL: 868-33-44-97      Mail : admin@madlieri.ge      Skype: madlieri.ge
                                                                                                                                                                                                           
                                                                                                                                                                                                                                   ავტორი / ბერდია ჩოხელი
Picture
Picture
Picture
Picture